Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ხარების დღესასწაულზე (07.04.2018)

08/04/2018

ჩვენთან არს ღმერთი

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ეს იშვიათი შემთხვევაა, რომ დიდ შაბათს დაემთხვას ხარების დღესასწაული.

მთავარანგელოზი გაბრიელი მოევლინა ღვთისმშობელ დედას და მიმართა: ,,გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა.“

ახლა ჩვენც ვთქვათ ეს საგალობელი: ,,ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.“

ეს დღესასწაული იმდენად დიდია, რომ ჩვენი წინაპრებისგან გამიგონია, ჩიტიც კი ბუდეს არ იკეთებს ამ დღეს.

შევთხოვთ უფალს, რომ ყოვლადწმინდა ღვთიმშობლის ლოცვით და მისი მეოხებით, მისი შუამდგომლობით მშვიდობა გვქონდეს ჩვენ, სრულიად საქართველოს და მთელს მსოფლიოს.

სული წმინდა მოვიდეს ჩვენზედა და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ!

ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ ღმერთმა თქვენ, საქართველოს და მთელს მსოფლიოს.

ჩვენთან არს ღმერთი.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced