Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


საკვირაო ქადაგება (25.03.2018)

26/03/2018

სიონის ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქააგებით მიმართა საქართველოს კათოლიკოს– პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფეშიომ.

მეუფემ სახარებიდან იქადაგა, თუ რას ასწავლიდა იესო ქრისტე თავის მოციქულებს წარმატებისა და ძალაუფლების შესახებ. მან ბრძანა, რომ თუ ადამიანს სიყვარული არ აქვს, ის ვერავის მსახური ვერ იქნება, მით უფრო მთელი ერის.

“ჩვენს შორის, ქრისტიანებს შორის ძალიან გავრცელებულია და ისეთივე მისწრაფებები გვაქვს, როგორც დანარჩენ სამყაროს. ჩვენ ბავშვებს ვზრდით, რომ იყვნენ წარმატებული, იყვნენ ლიდერები, ჰქონდეთ ხელმწიფება, პირველობა და სხვები ემსახურებოდნენ მას. ამაზე უფალი ამბობს, რომ ასეთი ნუ იქნები! როგორც სახარება ამბობს, ის წარმატება, რომელიც სოფელსა ამას ესმის, სინამდვილეში არის წარუმატებლობა, ხოლო წარმატება არის პირიქით. უფალი ამბობს, რომ საშუალო წარმატება არის, იყო ყველას მსახური. ვისაც უნდა უმაღლესი წარმატება, უმაღლესი სულიერი მიღწევა, ის უნდა იყოს მონა. ჩვენ დავფიქრდეთ, ვართ თუ არა ასეთი?! ჩვენ გვინდა, რომ კერპს, რომელიც საკუთარი თავისგან გვაქვს შექმნილი, ველოლიავოთ, გავწმინდოთ და შევინახოთ“, – ბრძანა მეუფე შიომ ქადაგებისას.

სხვა სიახლეები

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced