Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები გაჭირვებულებს

26/03/2018

გრძელდება სამების ტაძრის ქვედა სართულზე ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების გაჭირვებულთათვის დარიგება. ცენტრში არის ქალის, მამაკაცის და ბავშვის სამოსი, რომელთა უფასოდ აღება ყველა მსურველს შეუძლია. აქვე მოწყობილია მცირე სალონი, სადაც თმის შეჭრაა შესაძლებელი.

აღნიშნული ცენტრი არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილის მონდომებით და კეთილი ადამიანების ძალისხმევით გასული წლის 25 დეკემბერს გაიხსნა და დღეისათვის აქ უკვე 500-ზე მეტ ადამიანს დაეხმარნენ.

ცენტრი ფუნქციონირებს შემოწირულობებითაც და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაჭირვებულთა დასახმარებლად მოიტანოს ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

ნივთების გაცემა და მიღება შესაძლებელია ყოველდღე სამების ახალგაზრდულ ცენტრში 11:00-დან 17:00-მდე.

საკონტაქტო ტელეფონი: 595 48 60 90;  574 04 70 48

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced