Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს სახელობო სასწავლებლის შესახებ

05/03/2018

2018 წლის 27 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდმა ,,ლაზარემ” სააქციო საზოგადოება ,,თელასთან” ერთად სახელობო პროფესიული სწავლების ფარგლებში წარმოადგინა პროექტის პრეზენტაცია.

2006 წლიდან 2010 წლამდე ფონდი ,,ლაზარე” შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS-EPER-ის ფინანსური თანადგომით ანხორციელებდა ამ საქმიანობას ხოლო 2010 წლიდან კომპანია ,,თელასმა” განაგრძო სოციალურად დაუცველი მოზარდებისათვის სასწავლო სახელოსნოების მოწყობა და აღჭურვა.

მათივე მხარდაჭერით 2017 წლიდან მოხდა ყველა სასწავლო სახელოსნოს (ოქრომჭედლობის, მინანქრის, ჭრა-კერვის, ხის მხატვრული დამუშავების, თექისა და დეკორატიული ხელოვნების) ერთ სივრცეში განთავსება ფონდ ,,ლაზარეს” მიერ დაფუძნებულ პროფესიულ სასწავლებელში, _ ,,სახელობო სკოლაში”, რომელიც სოფელ დიღომში მდებარეობს. აქ ნებისმიერ ადამიანს, ასაკის შეუზღუდავად, შეუძლია მიიღოს არაფორმალური სახელობო-პროფესიული განათლება.

საერთოდაც წლების მანძილზე დონორების დახმარებით ასობით ბენეფიციარმა უსასყიდლოდ შეისწავლა სხვადასხვა პროფესია, წარჩინებულებს კი გაუკეთდა კერძო სახელოსნოები, რითაც ახალგაზრდებს თვით დასაქმების და საკუთარი ბიზნესის წამოწყების საშუალება მიეცათ.

აღნიშნულის გათვალისწინებით და მადლიერების ნიშნად პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ: საქართველოს საპატრიარქოს, სს ,,თელასის”, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS-EPER-ის წარმომადგენლები.

სხვა სიახლეები

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced