Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (25.02.2018)

25/02/2018

ჩვენთან არს ღმერთი

გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი.

უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს: კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. დიდება უფალს, რომელმაც მოგვცა ჩვენ ეს უდიდესი საუნჯე, _ მართლმადიდებლური ეკლესია. ეკლესია მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო, რა იქნებოდა საქართველო, ძნელი წარმოსადგენია.

ჩვენი ეკლესია არის მებრძოლი ეკლესია; ამ ეკლესიამ გადაარჩინა ქართველთა რწმენა, _ მართლმადიდებელი სარწმუნოება, ქართული კულტურა, ქართული ენა, დამწერლობა და ჩვენ დღეს მადლობას ვწირავთ ამისთვის უფალს. 28 წლის წინ ამ დღეს გადაწყდა ისიც, რომ მსოფლიო საპატრიარქომ სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და პატრიარქის წოდება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. დაე, მართლმადიდებლური სარწმუნოება იყოს ჩვენი გზამკვლევი, ჩვენი გადამრჩენი მუდამ.

ჩვენთან არს ღმერთი.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced