Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (13.02.2018)

14/02/2018

გაცნობებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით სამების ახალგაზრდულ  ცენტრში სხვადასხვა აქტუალურ თემაზე მიმდინარე საუბრები ხალხის თხოვნით ამიერიდან ჩატარდება პარასკეობით, 15:00 საათზე.

მომდევნო შეკრება გაიმართება 16 თებერვალს 15:00 სათზე. საუბრის თემა იქნება: ,,არასრულწლოვან მოზარდებში დანაშაულებები და მათი პრევენცია”.

მოწვეულნი არიან: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს  ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, UNICEF–ის, არასამთავრობო ორგანიზაცია – ,,ბავშვი და გარემოს” წარმომადგენლები და ჩვენი საზოგადოების სხვა წევრები.

დასწრება თავისუფალია.

სხვა სიახლეები

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced