Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების წერილი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილებას (15.01.2018)

16/01/2018

მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და პირველ რიგში გილოცავთ შობა-ახალ წელს.

ამასთან, გვინდა თქვენი ყურადღება შევაჩეროთ შემდეგ საკითხზე:

საქართველოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერბეთის ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა ირინეოსმა, თავის რეზიდენციაში მიიღო ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რაც ჩვენს საზოგადოებაში  მკვეთრად უარყოფითად იქნა აღქმული და ამის თაობაზე  კითხვებს ჩვენც გვისვამენ.

შევნიშნავთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ცხინვალის რეგიონი, სამაჩაბლო, – ეს  ერთი და იმავე სივრცის აღმნიშვნელია ტერმინებია და აქ 25 წელზემეტია, რაც საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ეკლესია, ფაქტიურად, თავის იურისდიქციას ვერ ანხორციელებს, რადგან იგი არის ოკუპირებული. არადა ეს მხარე, უძველესი ქართული მიწაა, რასაც აღიარებს სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობა და, მათშორის, თქვენი ქვეყანაც.  ამიტომაც, აღნიშნული  შეხვედრა, ბუნებრივია,  თქვენი მხრიდან  გარკვეულ  ახსნას ითხოვს.

საქართველოში უყვართ სერბი ხალხი და სერბეთის ეკლესია.  ვიმედოვნებთ, ჩვენი ურთიერთობა კვლავაც ძმურ სიყვარულზე, პატივისცემასა და სამართლებრივ პრინციპზე იქნება დაყრდნობილი, მითუმეტეს ორივე ქვეყანას და ეკლესიას რთული პერიოდი გვაქვს გადატანილი და ვიცით დიდი განსაცდელებით გამოწვეული ტკივილის ფასი.

თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას  და  ყოველ კეთილ საქმეთა შინა წარმატებას.

გთხოვთ,  ჩვენი გულის ტკივილი და კეთილი სურვილები გადასცეთ უნეტარეს ირინეოსს.

სხვა სიახლეები

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced