Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


HRTEHEE

პატრიარქის ქადაგება ბზობის დღესასწაულზე (09.04.2017)

12/04/2017

სახელითა, მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ბზობას, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს იერუსალიმში ზეიმით შესვლას.

დღეს კიდევ ერთხელ ვფიქრობ იმის შესახებ, თუ რა ახლოსაა მწუხარება და სიხარული ერთმანეთთან. ბზობა დღეს უფალი იესო ქრისტე, როგორც მეფე, შედიოდა იერუსალიმში და ერი ზეიმით ხვდებოდა მას და უგალობდა: „ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა“, რამდენიმე დღის შემდეგ იგივე ერი იღაღადებს და იყვირებს ჯვარს აცვი ეგეო. მაგრამ ადამიანი არ უნდა შეუშინდეს არც სიხარულს, არც მწუხარებას. ეს ყველაფერი მოვლენილია ღვთისაგან.

მწუხარებასაც და სიხარულსაც ადამიანმა უნდა გაუძლოს. სიხარული იცვლება მწუხარებით და მწუხარება იცვლება სიხარულით. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენში სიხარული სუფევდეს აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ჩვენთან არს ღმერთი!

უფალმა ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ, საქართველოს და მთელს მსოფლიოს!

დღეს არის 9 აპრილიმწუხარების დღე, მაგრამ ამავე დროს სიხარულის დღეცააჩვენმა ახალგაზრდებმა გამოიჩინეს დიდი გმირობა.

დღეს რადიოში მოვისმინე, რომ თითქოს მაშინ საქართველოს პატრიარქმა მოუწოდა 

დაშლისაკენო. დაშლისაკენ მე არ მომიწოდებია, მე ვხედავდი იმ საშიშროებას და მოვუწოდე, რომ შესულიყვნენ ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ისინი, რომელნიც შეეწირნენ ამ მოვლენას.

სხვა სიახლეები

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced