Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Svetitskhoveli

სვეტიცხოველში სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი ეკურთხა

11/11/2013

სვეტიცხოველში დღეს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონ ცაკაშვილი ეკურთხა. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ახლად ნაკურთხი ეპისკოპოსი დალოცა და "ძლიერებისა და უფლების" სიმბოლოდ კვერთხი გადასცა.

"დღეს კიდევ ერთი დიდი და ისტორიული დღეა. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კიდევ ერთი მღვდელმთავარი, მეუფე სვიმეონი შეემატა. ყოველი სასულიერო პირის მოღვაწეობა არის მსახურება უფლისა და ერის წინაშე. დღეს ჩვენს წინაშეა ახალგაზრდა ეპისკოპოსი.

შევთხოვ უფალს, მისცეს მას თავმდაბლობა, მორჩილება, სიწმინდე, განცდაი თვისთა ცოდვათა და არა - განკითხვა ძმისა ჩვენისა. იმედი მაქვს, საქართველოს წმინდა სინოდი გამოირჩევა თავმდაბლობითა და სიკეთით. ამიტომ მოგვცა უფალმა 4 ეპისკოპოსიდან 45 ეპისკოპოსი. მთავარი მიზანი არ არის, ბევრი ეპისკოპოსი გვყავდეს. ჩვენი მთავარი მიზანია, დავეხმაროთ ერს, გაჭირვებულს, გზაზე დავაყენოთ შეცდომილი და ბრმას ავუხილოთ თვალები",- ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა წირვის დასასრულს ეპისკოპოს სვიმეონს კვერთხი გადასცა და ისურვა, "მშვიდობით მწყემსოს" ხაშურისა და სურამის ეპარქიის მრევლი.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced