Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

პროექტები


Festival

IV საერთაშორისო ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე"

19/04/2009

საერთაშორისო ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" დაარსდა 2006 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II უშუალო მხარდაჭერითა და ლოცვა-კურთხევით.

ფესტივალის დამფუძნებლები და ორგანიზატორები არიან:

* სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი;
* აკაკი რამიშვილის ფონდი - "ტრადიცია და ინოვაცია".

თანაორგანიზატორი – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი.

ფესტივალის მთავარი მიზანია ტრადიციული და აკადემიური ხელოვნების პოპულარიზაცია.

პრიორიტეტებია:

1. უცხოეთში მოღვაწე ქართველ ხელოვანთა შემოქმედების სამშობლოში პოპულარიზაცია;
2. საფესტივალო საღამოების გამართვა, როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს რეგიონებში.

ფესტივალი საქველმოქმედოა და საღამოებზე დასწრება უფასო.

ორგანიზატორებისა და ხელოვანთა მონაწილეობა სრულიად უანგაროდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ხდება, რაც, უპირველეს ყოვლისა, მისი სახელწოდებითა და შინაარსითაა განპირობებული.

ფესტივალი « აღდგომიდან ამაღლებამდე » იწყება თბილისში, აღდგომის შემდგომ, ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში, შემდეგ გადაინაცვლებს რეგიონებში და მთავრდება ამაღლების დღესასწაულზე.

გასვლითი საღამოები რეგიონებში ტარდება თბილისელ და ადგილობრივ ხელოვანთა ძალებით.

ფესტივალის ორგანიზატორები ყოველ წელს ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს იწვევენ.

I ფესტივალს ახალგაზრდა პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი ხელმძღვანელობდა, II ფესტივალს - ცნობილი კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე, III ფესტივალის კონსულტანტი იყო მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე ლიანა ისაკაძე, ხოლო IV ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ახალგაზრდა დირიჟორი ნიკა მემანიშვილი.

ფესტივალის საბაზო კოლექტივია საქართველოს ევგენი მიქელაძის სახ. ეროვნული სიმფონიური ორკესტრი.

IV ფესტივალი «აღდგომიდან ამაღლებამდე» იწყება 22 აპრილს თბილისში და გასტანს 26 აპრილამდე. (საბაზისო დარბაზები: საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დარბაზი, თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი, თბილისის ოპერის თეატრი, თბილისის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი).

10 მაისს ფესტივალი გაგრძელდება ბორჯომში კონცერტით «მშვიდობა ყოველთა», დასკვნითი კონცერტი, ,,ქართული მუსიკის საღამო კი გაიმართება 28 მაისს, ბათუმში, ამაღლების დღესასწაულზე. (იხ. პროგრამა).

ყოველწლიურად ფესტივალის გენერალური სპონსორია – ქ. თბილისის მერია, ხოლო საპატიო სპონსორი სს «თელასი».

  2008 წელს საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო სატელევიზიო მუსიკალური ფილმი - "აღდგომიდან ამაღლებამდე", რომლის პრემიერა I არხის ეთერში შედგება 2009 წლის 19 აპრილს 19.00 სთ. – აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე. 

იხილეთ ფესტივალის პროგრამა

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced