Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

პროექტები


omi

2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით

27/03/2009

პროექტის - ,,შიდა ქართლის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის და საომარი ზონიდან დაბრუნებული სამხედრო კონტინგენტის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია" - პრეზენტაცია

პარასკევს, 27 მარტს 16.00 საათზე სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ანტინარკოტიკული ცენტრი წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ დევნილი მოსახლეობისათვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების მიმოხილვას და ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოს'' დაფინანსებით განხორციელებული პროექტის - ,,შიდა ქართლის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის და საომარი ზონიდან დაბრუნებული სამხედრო კონტინგენტის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია" - შედეგებს.

2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა–კურთხევით, საქართველოს საპატრიარქომ და დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტმა საპატრიარქოს ანტინარკოტიკული ცენტრის ბაზაზე ჩამოაყალიბა ფსიქო–სოციალური დახმარებისა და ტრენინგის სამსახური, რომელშიც გაერთიანდნენ მოძღვრები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები.
ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ცენტრმა განახორციელა 6 თვიანი პროექტი ,,შიდა ქართლის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობისა და საომარი ზონიდან დაბრუნებული სამხედრო კონტინგენტის ფსიქო–სოციალური რეაბილიტაცია“.

პროექტის ძირითადი მიმართულებები მოიცავდა დევნილ მოსახლეობასთან მუშაობის მსურველ მოხალისეთა მობილური ჯგუფების შექმნასა და ტრენირებას; დევნილი ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობის დიაგნოსტირებას; დევნილი ბავშვებისა და მშობლების ფსიქო-სოციალურ დახმარებას; დევნილ მოსახლეობაში თვითდახმარების ჯგუფების ორგანიზებას, ლიდერთა იდენტიფიკაციასა და ტრენირებას.
აღნიშნული პროექტის შედეგებთან ერთად პრეზენტაციაზე საქართველოს საპატრიარქოს მიერ დევნილი მოსახლეობისათვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების წარდგენა მოხდება; საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვლენ სასულიერო პირები, პროექტის მხარდამჭერები და შიდა ქართლის რეგიონიდან სპეციალურად მოწვეული სკოლების დირექტორები, რომელთა მოსწავლეებიც უშუალოდ ომის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ და პროექტში გაიარეს ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის კურსი.
აქვე წარმოდგენილი იქნება დევნილ ბავშვთა ნახატები.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced