პროექტები

სალიტერატურო ჟურნალების აღორძინება
30/06/2008
ფონდის ხელშეწყობითა და დაფინანსებით აღდგა ქართული ჟურნალების _ 'ცისკრის, ,,მნათობისა~ და ,,ლიტერატურა და ხელოვნების~ _ გამოცემა; დაფინანსდა მრავალი სამეცნიერო, ლიტერატურული, ისტორიული, სასწავლო-შემეცნებითი თუ ავტობიოგრაფიული ხასიათის წიგნი და გამოცემა, მათ შორის:
ახალგაზრდა მეცნიერის _ ირაკლი გუნიას წიგნი ,,საქართველოს მონასტრები~;
ღვაწლმოსილი მეცნიერის _ მიხეილ გაფრინდაშვილის ფუნ-დამენტური ნაშრომი ,,ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორია~;
პროფესორ ვახტანგ ჯობაძის ნაშრომი ,,ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში~;
მწერალ შოთა ხოდაშნელის წიგნი ,,მოქანდაკე, რესტავრატორი კარლო ბაკურაძე~;
პროფესორ ამირან არაბულისა და ეთერ თათარაიძის წიგნი-ალბომი ,,შენდობით მომიხსენიეთ~;
წიგნი ,,გამომიბრწყინდი, მიუღწეველო~, რომელიც ეძღვნება ცნობილი ქართველი პოეტის ანა კალანდაძის 80 წლის იუბილეს;
წიგნი `მამული, ენა, სარწმუნეობა~;
მაყვალა ბერიანიძის წიგნები _ ,,საქართველო~ და ,,საოცნებო საქართველო~.
ფონდის თანადგომით გამომცემ-ლობა ,,ხელოვნებამ~ დაბეჭდა ტრილოგიის პირველი წიგნი ,,საქართველოს სულიერი საგანძური,~ რომელშიც წარმო-დგენილია საქართველოში არსებული ეკლესია-მონასტრების ისტორია და მათი მნიშვნელობა ჩვენი კულტურისა და სულიერებისთვის. ნაშრომი გამოიცა ქართულ და ინგლისურ ენებზე.
სხვა პროექტები
-
07/10/2015
მედიაცია - კონფლიქტების (მათ შორის რელიგიურის) მოგვარება მოლაპარაკების გზით
-
05/10/2015
ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამა
-
23/04/2015
მე-10-ე საერთაშორისო ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე”
-
06/02/2014
2014 წლის სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები
-
06/02/2014
2014 წლის სამეცნიერო საგრანტო კონკურსი
-
19/09/2013
კონსტიტუციური შეთანხმება
-
26/06/2013
ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია