Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარ რაბინს შეხვდა

08/08/2019

ა.წ. 7 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარ რაბინს იაკობ გაგულაშვილს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა.

მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ბ-ნი ლაშა ჟვანია, საქართველოს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე ბ-ნი ედუარდ პალაგაშვილი, დამსახურებული სპორტული კომენტატორი და საზოგადო მოღვაწე ბ-ნი ჯამლეტ ხუხაშვილი და სხვანი.

მისმა უწმინდესობამ ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან და სანიმუშო ძმობას გაუსვა ხაზი.

მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარმა რაბინმა აღნიშნა, რომ დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ქართველებსა და ებრაელებს შორის ისტორიული მეგობრობა 26 საუკუნის წინ დაიწყო, თუმცა მისი აზრით და ებრაულ წმინდა წიგნებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ამ ურთიერთობას გაცილებით ადრე ჩაეყარა საფუძველი და თავის მხრივ დასძინა, რომ ყველაფერს გააკეთებს ჩვენს შორის არსებული კავშირის განმტკიცებისთვის. მან ხაზი გაუსვა კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩეულ მოღვაწეობას, მადლობა გადაუხადა მიღებისათვის და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced