პროექტები
ფესტივალი «აღდგომიდან ამაღლებამდე»
19/01/2011
2006 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა და აკაკი რამიშვილის ფონდმა – «ტრადიცია და ინოვაციამ» დააფუძეს ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი «აღდგომიდან ამაღლებამდე», რომელიც 2006-2008 წლებში დიდი წარმატებით ჩატარდა.
ამათგან აღსანიშნავია, რომ II ფესტივალი მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 30 წლისთავს, ხოლო III ფესტივალი - სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის 75 წლის იუბილეს.
ფესტივალის მთავარი მიზანია ტრადიციული და აკადემიური მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზაცია. ამისათვის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს ფესტივალისთვის საქველმოქმედო ხასიათი მიეცათ და მსმენელთა უფასო დასწრება დაეწესებინათ.
ფესტივალის პრიორიტეტებია:
უცხოეთში მოღვაწე ქართველ ხელოვანთა შემოქმედების სამშობლოში პოპულარიზაცია;
საფესტივალო საღამოების გამართვა როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ფესტივალი იწყება თბილისში, აღდგომის შემდგომ ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში, სადაც 4-5 საღამო ტარდება. შემდეგ, რამდენიმე პროექტი ხორციელდება რეგიონებში და მთავრდება ამაღლების დღესასწაულზე საქართველოს რომელიმე კუთხეში.
ფესტივალის თავისებურებაა სამხატვრო ხელმძღვანელის - კონსულტანტის ყოველწლიურად შეცვლა. ამით ფესტივალი თანდათან საყოველთაო ხასიათისა და ყველა ხელოვანის "კუთვნილება" გახდება.
I ფესტივალს ახალგაზრდა პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი ხელმძღვანელობდა, II ფესტივალს - ცნობილი კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე, III ფესტივალის კონსულტანტი იყო მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე ლიანა ისაკაძე, ხოლო 2009 წელს ფესტივალს ხელმძღვანელობდა ნიჭიერი ახალგაზრდა დირიჟორი ნიკა მემანიშვილი.
ფესტივალში ორგანიზატორებისა და ხელოვანთა მონაწილეობა სრულიად უანგაროდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ხდება, რაც, უპირველეს ყოვლისა მისი სახელწოდებითა და შინაარსით არის განპირობებული.
2008 წელს საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო სპეციალური სრულმეტრაჟიანი სატელევიზიო მუსიკალური ფილმი სახელწოდებით - "აღდგომიდან ამაღლებამდე".
მეტად მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალის პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი ქართულ მუსიკას უკავია. ამიტომ, წლევანდელ IV ფესტივალზე გათვალისწინებული იყო როგორც ეროვნული ფოლკლორის, ისე პროფესიული მუსიკის საღამოების ჩატარება.
IV საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა 2009 წლის 22 აპრილს, ეროვნული მუსიკალური ცენტრის დარბაზში. თბილისის ბლოკის დასკვნითი კონცერტი გაიმართა 2009 წლის 26 აპრილს თბილისის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის დარბაზში. კონცერტზე შესრულდა მხოლოდ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ნაწარმოებები.
IV საერთაშორისო ფესტივალის საზეიმო დახურვა მოხდა 28 მაისს (ამაღლების დღესასწაული) ქ. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახ. თეატრში, სადაც ჩატერბა "ქართული მუსიკის საღამო"
III საერთაშორისო ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" - 2008წელი
IV საერთაშორისო ფესტივალი ”აღდგომიდან ამაღლებამდე” 2009 წელი
სხვა პროექტები
-
03/08/2011
უწმიდესი და უნეტარესი ილია II
-
17/06/2011
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია
-
02/05/2011
VI საერთაშორისო ფესტივალი
-
11/04/2011
ახალგაზრდების შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან
-
22/02/2011
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული
-
14/10/2010
17 საუკუნეა სვეტიცხოველი ქრისტიანული საქართველოს ისტორიის უტყვი მემატიანეა
-
04/06/2010
პეტრონელ მალანის კონცერტი


















